თამარ ჩუგოშვილი „საარჩევნო კოდექსის" ცვლილებებზე - რატომ გახდა საჭირო დაჩქარებული წესით ამ ცვლილებების მიღება, პასუხი არ მიგვიღია

პრინციპულად პასუხისმგებლობის ზომის გამკაცრების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. პრობლემა სასჯელის ზომაში არ ყოფილა, პრობლემა იყო სასჯელის აღსრულებაში და კანონის თანასწორად და სამართლიანად გამოყენებაში ყველა დამრღვევის მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სასჯელი მკაცრი იქნება თუ მსუბუქი თავის მიზანს ვერ მიაღწევს, თუ არ იქნება აღსრულება.

„სამწუხაროდ, ეს კანონპროექტი აღსრულების გაუმჯობესებას არ უზრუნველყოფს. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებებზე. იქ სანქციების გამკაცრების საკითხი იყო განხილული, უმრავლესობა ამას არ დაეთანხმა და არ იყო ჩადებული იმ პაკეტში, რომელიც პარლამენტმა მიიღო. რატომ გახდა საჭირო ახლა განცალკევებულად და დაჩქარებული წესით ამ ცვლილებების მიღება, ამაზე პასუხი არმიგვიღია", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს