თეონა აქუბარდია - პოლიცია იცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ფინანსური უზრუნველყოფა სათანადო ხელფასის სახით

„სტარტეგია აღამაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობას პოლიციის სისტემაში არსებულ მენეჯმენტურ ხარვეზებს უკავშირებს და პოლიციელების მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს.

აქუბარდიას თქმით, სისტემის ერთ ერთი პრობლემური ნაწილი უკვე „აქილევსის ქუსლად“ წოდებული - გამოძიებაა.

„პოლიციელები არიან დამსახურებული მოქალაქეები, რომლებიც იცავენ ჩვენს, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ფინანსური უზრუნველყოფა სათანადო ხელფასის სახით. თუმცა სისტემაში არსებობს საკმაოდ ბევრი სხვა ხარვეზი, რომლის სათავეც მენეჯმენტშია. პოლიციის სისტემის რეფორმა, რომელიც ჩვენი პოლიტიკური მოძრაობამ შეიმუშავა და რომელშიც ჩართულები იყვნენ ამ სფეროს ექსპერტები, მიმაჩნია დღეს არსებულ მძიმე მდგომარეობას დაარეგულირებს, პოლიცია აღარ იქნება პილიტიზირებული და ის იზრუნებს ჩვენს უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ და გეგმის განხორციელების შემდგომი ნაბიჯების მნიშვნელოვან კომპონენტებს შეეხო.

„ცნობილია, რომ ამ სისტემის ერთ ერთი პრობლემური ნაწილი და უკვე აქილევსის ქუსლად წოდებული - გამოძიებაა, რის გამოც დანაშაულის გახსნა არ ხდება და მრავალი დამნაშავე ჯერ კიდევ, დაუსჯელი დადის ქუჩაში. იმისთვის, რომ ჩვენ გავხსნათ კრიმინალური საქმეები ამისთვის მნიშვნელოვანია მოდერნიზირებული ლაბორატორიები საგამოძიებო სამსახურისთვის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გამოძიებაში. ხშირად უსმენთ ალბათ საჯარო განხილვებს გამოძიებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბოლო ორი თვეა ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, დისკუსია და რეალურ პრობლემაზე არავინ საუბრობს. სად ვიჭედებით? დღეს ფატობრივად არ ხდება ტექნოლოგიების გამოყენება, არ გაგვაჩნია მოდერნიზებული ლაბორატორიები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი”, - აღნიშნავს აქუბარდია.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს