დოკუმენტური ფილმის  „ცხინვალი 1920-ის" ფეისბუქგვერდი „ტროლების“ და „ბოტების“ თავდასხმის ობიექტი გახდა

დოკუმენტური ფილმის, "ცხინვალი 1920-ის" ფეისბუქგვერდი ე.წ. ტროლებისა და ბოტების თავდასხმის ობიექტი გახდა. შესაბამის განცხადებას ფილმის გვერდის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, მათზე მუდმივად მიმდინარეობს თავდასხმა პრორუსულად განწყობილი აქტივისტებისა თუ ე.წ ტროლებისა და ბოტების მხრიდან, რის გამოც გვერდს ამ დრომდე შეზღუდული აქვს ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია, მათ შორის, წვდომა აუდიტორიაზე.

"მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, მიგვეწოდებინა “ფეისბუქის” ადმინისტრაციისათვის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება გამხდარიყო გვერდი პრორუსულად განწყობილი ჯგუფების სამიზნე, ამ უკანასკნელთა მხრიდან პერმანენტული უარყოფითი შეფასებების გამო, გვერდს ამ დრომდე შეზღუდული აქვს ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია. ვიმედოვნებთ, პრობლემა მალე აღმოიფხვრება, მანამდე კი, მიუხედავად შეფერხებებისა, გვერდი გააგრძელებს არა მხოლოდ 1920 წელს ცხინვალში მომხდარი მოვლენის, არამედ ქართულ-ოსური ურთიერთობის სხვა ასპექტების შესახებ რეალურ ფაქტებსა და რესპონდენტთა კომპეტენციაზე დაფუძნებული მოსაზრებების გავრცელებას ",- ნათქვამია ფილმზე მომუშავე ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გვერდი "ცხინვალი 1920" რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა და იგი ამავე სახელწოდების ფილმის პოპულარიზებას ისახავს მიზნად.

გვერდის ლინკი - https://www.facebook.com/documentaryfilm1920/?eid=ARAk6IDtC-HX8qfnCL3wGlmFpDIwJiedTXOQg7DUcOFuYzkBHG_HnRoiFKWrnnioiJsgVdJ-nsZfxulJ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა