რუსეთის პრემიერ-მინისტრი ხვალ ბელარუსში გაემგზავრება

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი ხვალ ბელარუსში ვიზიტს გამართავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელარუს კოლეგა ვლადიმირ მაკეისთან შეხვედრაზე დღეს განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა.

„მივესალმებით ურთიერთობის მაღალ დინამიკას, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე. მთავრობების მეთაურები მუდმივ კონტაქტში რჩებიან,“- განაცხადა ლავროვმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა