ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ ექიმების კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა დაიწყება.

„სასტუმრო „ოაზისში“ ჩემი კოლეგების კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ პირს ჰქონდა საეჭვო სიმპტომები, კონტაქტირებული იყო ინფიცირებულთან, რის გამოც ის გაიტესტა. სწორედ ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მას ინფექცია დადასტურდა“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში აპრილის შემდეგ კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა