რუსეთმა გერმანიას ალექსეი ნავალნის სამედიცინო შემოწმების შესახებ ამომწურავი დეტალების მიწოდება მოსთხოვა

რუსეთმა გერმანიას ალექსეი ნავალნის სამედიცინო შემოწმების შესახებ ამომწურავი დეტალების მიწოდება მოსთხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გაზეთი RBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ გერმანიის იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვა ინფორმაცია ნავალნის მკურნალობის შესახებ, მათ შორის ნარკოტიკების, შხამების, მძიმე მეტალების და ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ტესტის შედეგები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე.

გამოცემამ კიდევ რამდენიმე კითხვის შინაარსიც გამოაქვეყნა, მათ შორის, რუსეთის გენერალური პროკურატურა დაინტერესდა, რა მედიკამენტები და რა დოზით გამოიყენება რუსი პოლიტიკოსის სამკურნალოდ, გაუარესდა თუ არა მისი მდგომარეობა და თუ გაუარესდა, რატომ, როგორია მისი გულის, რესპირატორული და ცენტრალური ნერვული სისტემის ტესტების პასუხები. პროკურატურამ ასევე ნავალნის სისხლიდან, შარდიდან, თმიდან, ფრჩხილებიდან და ნერწყვიდან ნიმუშების აღება და სამედიცინო დასკვნების ასლების რაც შეიძლება მალე მიწოდება მოითხოვა.

გაზეთში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ რუსმა გამომძიებლებმა 100-ზე მეტი ნივთი ამოიღეს, შეისწავლეს ვიდეოსათვალთვალო სისტემიდან ამოღებული კადრები და 20-ზე მეტი სასამართლო ექსპერტიზა დანიშნეს, მაგრამ ჯერჯერობით არ აქვთ აღმოჩენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ნავალნი განზრახ დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო