დავით ჭიჭინაძე – რა გამოდის, მარტო თალაკვაძე აღმოჩნდა შეგნებული ადამიანი თვითიზოლაციაში რომ წავიდა?!

რა გამოდის, მარტო თალაკვაძე აღმოჩნდა შეგნებული ადამიანი თვითიზოლაციაში რომ წავიდა?!- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე და „ოცნების“ ხელისუფლებას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

მისივე თქმით, „ ქართული ოცნების “ ერთადერთი სატრაბახო თემა წინასაარჩევნოდ, კოვიდის დამარცხებაა.

„თალაკვაძესთან ერთად, ბათუმში „ოცნების“ კანდიდატის წარდგენას, დეპუტატები, მინისტრები, პრემიერი ესწრებოდნენ. დანარჩენები რას უცდიან?! თუ მაგალითის მიცემა უნდათ, საკუთარი თავი გაუშვან თვითიზოლაციაში. ან ვერავის ვერ ჩაკეტავენ და არც უფლება ექნებათ ვინმე აიძულონ!

„ოცნების“ ერთადერთი სატრაბახო თემა, წინასაარჩევნოდ, კოვიდის დამარცხებაა. თუ მართლა დაამარცხეს, მაშინ აღარ უნდა იყოს, მაგრამ მათი ხელისუფლება მთელი რვა წელია ცდილობს ქვეყანა სიცრუეში აცხოვროს და ახლაც იგივე განაგრძობენ - კოვიდი იქნება ეს თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში. კობახიძის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, წინა ხელისუფლებაში რა ხდებოდა. პირველი, თავად მათი წარმომადგენელი იყო და იმიტომ. მეორე, როდესაც კობახიძე ვინმეს პოლიტიკურ კრიმინალობაზე საუბრობს, ჯერ თავის რიგებს გადახედოს. სავსეა „ოცნება“ 2012 წლამდე ხელისუფლების წარმომადგენლებით თუ ხელისუფლების დამფინანსებლებით.

ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, „ქართულ ოცნებას“ დღეს სააკაშვილის დაბრუნების კი არ ეშინია, მათ იმის შიშები უფრო დაეწყოთ, რომ ქართველი ხალხი გამოფხიზლდა და რვაწლიანი სიცრუის გამო საკადრის პასუხს გასცემს ”, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს