სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 4 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 4 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ რაიონებში:

გლდანის რაიონი, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების, გობრონიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების, გობრონიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ცაგარელის, მიცკევიჩის, ცინცაძის, კუტუზოვის, გამრეკელის, საირმის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ცაგარელის, მიცკევიჩის, ცინცაძის, კუტუზოვის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV მიკრორაიონის, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გურამიშვილის გაზმირის, ერწოს და ხევისუბნის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს, გარდაბნის, აღნიაშვილის, გიგინეიშვილის, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, მოსტკოვის და ცისკარიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი-გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყირიმის და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და წავკისის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს