ირაკლი აბესაძე - ურეიტინგო სახელისუფლებო პარტია დროს ფლანგავს, რომ კვლავ გააჟღეროს მუქარა პოლიტიკური ოპონენტების დაჯარიმების შესახებ

აბსოლუტურად ურეიტინგო სახელისუფლებო პარტია დროს ფლანგავს, რომ კვლავ გააჟღეროს მუქარა პოლიტიკური ოპონენტების დაჯარიმების შესახებ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით.

ირაკლი აბესაძის თქმით, სახელისუფლებო ორგანოები საზოგადოების სამსახურში ყოფნის ნაცვლად პარტიულ დავალებებს ასრულებენ.

„საოცარია, ათასი პრობლემის პირისპირ მყოფი ხელისუფლება და აბსოლუტურად ურეიტინგო სახელისუფლებო პარტია, დროს ფლანგავს და იცლის, რომ დევნოს პლაკატები.

დროს ფლანგავენ, რომ კვლავ გააჟღერონ მუქარა პოლიტიკური ოპონენტების დაჯარიმების შესახებ.

ერთხელ უკვე ვნახეთ, თუ როგორ გაიფლანგა ადმინისტრაციული რესურსი, როდესაც საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, მერიის წარმომადგენლები კონსტიტუციის უხეში დარღვევით და მხოლოდ პარტიული ამოცანის შესრულების მიზნით, დასდევდნენ „ევროპული საქართველოს“ აქტივისტებს და აჯარიმებდნენ.

სწორედ ეს არის, რისი შეცვლაც სურს „ევროპულ საქართველოს“ ევროპული კოალიციის ფარგლებში არჩევნების დასრულებისთანავე.

პოლიცია, სახელმწიფო და მერიის ადმინისტრაცია უნდა იყოს საზოგადოების სამსახურში და უნდა ზრუნავდეს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას, არ უნდა იყოს დაკავებული პარტიული დავალებების შესრულებით, პარტიული დევნით და პოლიტიკური ოპონენტების აქტივისტების დაჭერით“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსნებთ, დედაქალაქის მერის განცხადებით, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პლაკატების განთავსებას წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში შეძლებენ. თბილისის მერმა დედაქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, დარღვევების შემთხვევაში, კანონის შესაბამისი რეაგირება დროულად მოახდინონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს