ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი ამოცანაა, საქართველო ეკონომიკური, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის და ლოჯისტიკური თვალსაზრისით, რეგიონში მიზიდულობის ცენტრი გახდეს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, 5 სექტემბერს პარტია საზოგადოებას იმ პროგრამებს წარუდგენს, რომელთა საშუალებითაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებენ.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ლელო საქართველოსთვის“ ამოცანაა, რომ საქართველო ყველა მიმართულებით რეგიონში მიზიდულობის ცენტრი გახდეს.

„ლელო საქართველოსთვის“ 5 სექტემბერს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის პროგრამის ძირითად მიმართულებებს წარადგენს. ჩვენ წარვადგენთ „ლელო საქართველოსთვის“ პროგრამას იმასთან დაკავშირებით თუ, როგორ ვაპირებთ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან და ასევე, ვისაუბრებთ კონკრეტულად რა ნაბიჯები გვაქვს დაგეგმილი. ამოცანა „ლელო საქართველოსთვის“ არის ის, რომ საქართველო ეკონომიკური, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის და ლოჯისტიკური თვალსაზრისით რეგიონში მიზიდულობის ცენტრი გახდეს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ მიერ ეკონომიკური მიმართულებით შემუშავებული ინიციატივების მიზანი საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკის გაორმაგებაა.

„ეკონომიკური მიმართულებით ვაპირებთ, ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლის საბოლოო მიზანი არის, გაორმაგდეს საქართველოს ეკონომიკა და შეიქმნას 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც აუცილებელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ეკონომიკური ძალისხმევის მიზანი უნდა იყოს ის, რომ საშუალო ფენა, რომელში იგულისხმებიან ადამიანები, რომლებსაც 3000-ლარზე მეტი თვიური შემოსავალი აქვთ, უნდა შეადგენდეს 600 000 ადამიანს ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება მოქალაქეთა გაათმაგება - დღევანდელი მონაცემებით 60 000 ადამიანს აქვს 3000 ლარზე მეტი თვიური შემოსავალი და ჩვენი ინიციატივებით ეს რიცხვი 600 000-მდე გაიზრდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უახლოეს წლებში ყველა მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა დასრულდეს.

„ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებშიც იგულისხმება: საბორნე მიმოსვლა ევროპასთან, რკინიგზის მოდერნიზაცია, სრული ინტერნეტიზაცია, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი და დასრულებული“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა ქვეყანა უკიდურეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია და შეიძლება ითქვას, რომ „ლელო საქართველოსთვის“ საზოგადოებას ახალ „მარშალის“ გეგმას სთავაზობს.

„ჩვენი რეფორმების მასშტაბურობიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ „ლელო საქართველოსთვის“ ჩვენს მოქალაქეებს სთავაზობს ახალ „მარშალის“ გეგმას საქართველოსთვის. „მარშალთან“ ანალოგი ამ შემთხვევაში გამომდინარეობს ეკონომიკური რეფორმების ფუნდამენტური, ძირეული ხასიათიდან და იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ ვითარებაშია ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ის მოითხოვს ფუნდამენტურ, ძირეულ ცვლილებებს. სწორე ამიტომ შეიძლება გარკვეულწილად ჩვენს შემოთავაზებას ვუწოდოთ - ჩვენი ახალი „მარშალის გეგმა“ საქართველოსთვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე, ჯაფარიძის თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.

„ჩვენი პროგრამა ასევე გულისხმობს მნიშვნელოვან ინიციატივებს და რეფორმებს სოფლის მეურნეობის სფეროში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ ქართველი გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი და სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქცია მხოლოდ მაღალი ხარისხის ნიშანს გულისხმობდეს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს