ბულგარეთში ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ათასობით მოქალაქემ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა და პრემიერ - მინისტრ ბოიკო ბორისოვის გადადგომა მოითხოვა.

აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „გადადექი“ და პოლიციის კორდონის გარღვევას რამდენჯერმე შეეცადნენ. აქციის პარალელურად პარლამენტში საზაფხულო შესვენების შემდეგ პირველი სხდომა მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ბოიკო ბორისოვს ადანაშაულებენ, რომ ვერ უმკლავდება კორუფციას, რაც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და სარგებელს აძლევს ოლიგარქებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა