გია ვოლსკი - ოპოზიციური პარტიები მარტო რომ დატოვო და „ქართული ოცნება“ საერთოდ ჩამოსცილდეს, ერთმანეთის დახვრას დაიწყებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციას „ქართული ოცნება“ რომ ჩამოსცილდეს, ოპოზიციის წარმომადგენლები „ერთმანეთის დახვრას დაიწყებენ“.

როგორც ვოლსკიმ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მისთვის ტერმინი - ხელისუფლებისთვის ბრძოლა მიუღებელია, რადგან ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ქვეყნის სტაბილურობისა და გადარჩენისთვის.

„სიუჟეტი უნდა დავდო, მოკლედ გავაკეთებინებ ალბათ, ჩემს თანაშემწეებს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ და ახლა რას ამბობენ, როგორ „აქებენ“ ერთმანეთს.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, განსაკუთრებით შუახნის თაობისთვის, რომელსაც ემოციური კავშირიც აქვს წარსულთან და თან მომავალში ახალგაზრდული ენერგიით იყურება, აშკარა გახდა, რომ ეს ადამიანები, ვინც თავის თავს გაერთიანებულ ოპოზიციას უწოდებს, სულ მარტო რომ დატოვო და „ქართული ოცნება“ საერთოდ დასცილდეს, ისინი არათუ მთავრობას შექმნიან და კოალიციურ პასუხისმგებლობას აიღებენ, არამედ მეორე დღიდან დაიწყებენ ერთმანეთის დახვრას.

პრორუსის თემა დაიკარგა გაერთიანებულ ოპოზიციაში, როდესაც ნინო ბურჯანაძის მოსკოვში „პარადზეა“ საუბარი.

ვთქვათ, მოხდა ასეთი რამ, გავახარეთ და ჩამოვცილდით, წარმოიდგინეთ ერთმანეთთან დამოკიდებულება, მარტო დარჩენილები რას უზამენ ამ ქვეყანას?

მართლა ბრძოლაა ხელისუფლებისათვის, მაგრამ ჩემი შინაგანი განწყობა ამ ტერმინის მიმღები არ არის იმიტომ, რომ უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ ქვეყანას სტაბილურობა და გადარჩენის შესაძლებლობა მისცე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს