ეკატერინე ტიკარაძე - რაც ბათუმში კლუბებში ხდება, მნიშვნელოვნად შესაზღუდია

რაც ბათუმში კლუბებში ხდება, მნიშვნელოვნად შესაზღუდია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს ქვეყანაში ეპიდვითარების კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრის თქმით, ხდება კლუბების და მსგავსი დაწესებულებების დამატებითი მონიტორინგი და ასევე, სასტუმროებში შრომის ინსპექციის მიერ დამატებითი კონტროლი განხორციელდება.

„რა თქმა უნდა, ქვეყანაში ეპიდვითარება საყურადღებოა. მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა და პასუხისმგებლობის ამაღლება. ვგულისხმობ პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანცირებას. ის ყოველივე, რაც ბათუმში კლუბებში ხდება, არის მნიშვნელოვნად შესაზღუდი. ჩვენ ამ ეტაპზე დამატებით მონიტორინგს და გაფრთხილებას ვახორციელებთ დაწესებულებების, სადაც მსგავსი ღონისძიებები იმართება. ასევე, მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის ჩართულობა სასტუმროებთან მიმართებაში, სადაც გავამკაცრებთ ღონისძიებებს, იმ კუთხით, რომ დამატებითი მონიტორინგი განხორციელდება.

აჭარის რეგიონში დავამატეთ კარვები და ამბულატორიული სერვისები, რათა მოსახლეობას ტესტირების საშუალება მიეცეთ და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია მოსახლეობის დამყოლობა, რადგან ეს არის ნებაყოფლობითი ამ ეტაპზე და გეგმაში არ გვაქვს, იძულებით წესებს მივმართოთ. ჯანდაცვის სიმძლავრეებს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელს საქართველოში ვაძლიერებთ, ამბულატორიული სექტორი დღეს სრულიად მზადაა მოქალაქეებს ყველანაირი საჭირო დახმარება გაუწიონ.

რა თქმა უნდა, არ ვართ ქვეყნის ჩაკეტვის მომხრე, ვინაიდან ეს ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო