გია ვოლსკი - ჩინჩალაძეს არ ვიცნობ - ჩვენი სასამართლოს თავისუფლების ხარისხი მსოფლიო რეიტინგებში გაცილებით წინ არის, ვიდრე ევროკავშირის ბევრი ქვეყნის

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს არ იცნობს. ამით გია ვოლსკი გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, როდესაც გია ვოლსკის ამომრჩეველთან შეხვედრა ექნება, მივა და მათ ეტყვის, რომ ვოლსკი ჩინჩალაძის მეგობარია.

როგორც გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, მას პიროვნულად "ბევრი რაღაც არ მოსწონს".

„ჩინჩალაძეს არ ვიცნობ, მართალი რომ გითხრათ. სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს. ჩვენი სასამართლოს თავისუფლება მსოფლიო რეიტინგებში არის გაცილებით უფრო წინ, ვიდრე ევროკავშირის ბევრი ქვეყნის მაჩვენებელი. ჩინჩალაძის ადვოკატი ვერ გავხდები, პიროვნულად არ მომწონს ბევრი რაღაც, რაც მივიღეთ იმ სასამართლოთი. ორი გამოსავალი იყო, ან ის უნდა გაგეკეთებინა, რაც სააკაშვილმა გააკეთა - გაგეყარა ყველა და მოგეყვანა შენი ხალხი, რაზეც ზემოდან გადგას მეთვალყურეების უშველებელი რაოდენობა, ან გაგვეკეთებინა ის ევულუციური მიმართულება, რაც გავაკეთეთ და ქვეყანა სტრესულ მდგომარეობაში არ ჩაგვეყენებინა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ როდესაც გია ვოლსკის ამომრჩეველთან შეხვედრა ექნება, მივა და მათ ეტყვის, რომ ვოლსკი ჩინჩალაძის მეგობარია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს