გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს

გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ აჩვენა „ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება“ „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტების ჯგუფიდან.

გერმანიის მთავრობა გმობს თავდასხმას და რუსეთს სასწრაფო ახსნა-განმარტებისკენ მოუწოდებს.

„შემაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტის მსხვერპლი გახდა რუსეთში“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მინისტრებს შემდგომი ნაბიჯების განსახილველად შეხვდა.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს, როდესაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა. მოგვიანებით, ნავალნი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო:გერმანიის მთავრობის განცხადებით, ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა