გიორგი ხანიშვილი - უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას შუძლია მშვიდად იყოს, რადგან რუსეთში ხორბლის საკმაოდ დიდი მოსავალია და ბაზარზე ფასის მკვეთრი მატების წინაპირობა არ არსებობს.

ხანიშვილის თქმით, საქართველოში ხორბლის მარაგების პრობლემა არ არის და პურის ფასიც არ გაიზრდება.

„მიმდინარე წელს, რუსეთში ხორბლის საკმაოდ დიდი მოსავალია და, შესაბამისად, ბაზარზე ფასის მკვეთრი მატების წინაპირობა არ არსებობს. ჩვენს მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. ჩვენ არ გვაქვს არც ხორბლის მარაგების მიმართულებით პრობლემა და არც პურის ფასი გაიზრდება. საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიით შექმნილ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში სწორად მართა პროცესები. ქვეყანაში ხორბლის მარაგები, საშუალო სტატისტიკურთან შედარებით, 20-25%-ით არის გაზრდილი და, დაახლოებით, 100-120 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. ქვეყანაში სტაბილური მარაგები ხორბლის ბაზარზე ფასების მოკლევადიან მერყეობას დააბალანსებს და, შესაბამისად, გვექნება სტაბილური ფასი ფქვილზე და პურზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას მსოფლიოში ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარების და ტენდენციების შესახებ. თუკი რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, მთავრობა იმოქმედებს ოპერატიულად. უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა