ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პროკურორ ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა მის მიერ წარმოებული გამოძიების გამო საკითხზე - ჩაიდინა თუ არა ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში ომის დანაშაული. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული სანქციების შავ სიაში მოხვდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის იურისდიქციის, კომპლემენტარულობისა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი ფაკისო მოჩოჩოკოც.

„დღეს ჩვენ ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რადგან სამწუხაროდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებს ამერიკელების დევნას“, - განაცხადა პომპეომ.

მისივე ინფორმაციით, სანქციები ანგარიშების გაყინვასა და აშშ-ში მოგზაურობაზე აკრძალვას ითვალისწინებს.

პომპეოს თქმით, ცალკეული პირები და დაწესებულებები, რომლებიც აგრძელებენ ბენსუდას და მოჩოჩოკოს ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე დგანან სანქციების რისკის ქვეშ.

მარტში სასამართლომ ბენსუდას ნება დართო გამოიძიოს ადგილი ჰქონდა თუ არა ავღანეთში ომის დანაშაულს თალიბანის, ავღანელი სამხედროებისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მხრიდან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა