ბერლინის კლინიკის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმედ ფასდება. ამის შესახებ საუბარია ბერლინის კლინიკის Charite-ის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი ლიდერის მოწამვლის სიმპტომები დაბლა იწევს, ის მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.

„მძიმე მოწამვლის ხანგრძლივი შედეგების გამორიცხვა კვლავინდებურად შეუძლებელია“ , - ნათქვამია კლინიკის ინფორმაციაში.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ აჩვენა „ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება“ „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტების ჯგუფიდან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო