„ქართული ოცნების" ლიდერებმა გორში, ბიო - დეგრადირებადი პარკების საწარმო დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გორში, ბიო-დეგრადირებადი პარკების საწარმო დაათვალიერეს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" ლიდერებს საწარმოს დირექტორმა გოჩა ყარყარაშვილმა უმასპინძლა და სამუშაო პროცესი გააცნო. როგორც მან აღნიშნა, კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 25 ადამიანი, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 70-მდე გაიზრდება.

„კომპანია „ეკო ჯორჯია" პირველი საწარმოა საქართველოში, რომელიც აწარმოებს ბიოპლასტიკის გრანულებს, მასალას, რომლისგანაც ბიოდეგრადირებადი პარკი მზადდება. პროდუქტი პოლიეთილენის ალტერნატივაა და სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ 472-ე დადგენილებას, რომელიც პოლიეთილენის პარკების მოხმარებას, იმპორტს და რეალიზებას არეგულირებს.

კომპანიამ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა ქონების ეროვნული სააგენტოსგან, სიმბოლურად 1 ლარად მიიღო და წარმოების 500 ტონამდე გაზრდის ვალდებულება აიღო.

კომპანია „ეკო ჯორჯიამ" სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა. საწარმოში განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა