ბორის ჯონსონი - აღმაშფოთებელია, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ბრიტანეთის ლიდერმა აღმაშფოთებელი უწოდა ნავალნის წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებას.

„აღმაშფოთებელია, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ. ჩვენ დიდ ბრიტანეთში პირველ წყაროზე ვნახეთ „ნოვიჩოკის“ მომაკვდინებელი შედეგები. რუსეთის მთავრობამ ახლა უნდა განმარტოს, რა მოხდა ნავალნისთან დაკავშირებით - ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა სამართლიანობა აღსრულდეს“, - წერს ჯონსონი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, დღეს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. მათივე ინფორმაციით, სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ აჩვენა „ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება“ „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტების ჯგუფიდან.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს, როდესაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა. მოგვიანებით, ნავალნი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო