კახა კახიშვილი - ეს არჩევნებიც ჩაივლის, სააკაშვილი ჩამომსვლელი არ არის

ეს არჩევნებიც ჩაივლის, სააკაშვილი ჩამომსვლელი არ არის, - ასე აფასებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კახიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნების თაობაზე.

როგორც კახიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, სააკაშვილის განცხადება უკავშირდება იმას, რომ თავის ამომრჩეველს სტიმული მისცეს.

"რაც შეეხება რიტორიკას - "მე დავბრუნდები", ეს პირველ არჩევნები არაა და პირველად არ გვესმის. ძალიან კარგად მახსოვს, მსგავსი რიტორიკა 2016 წელს, როდესაც საუბარი იყო, რომ გვირაბით შემოვიდოდა საქართველოში. ასე რომ, ეს არის პოლიტტექნოლოგიების ნაწილი, როდესაც მისი განცხადებები უკავშირდება იმას, რომ მისცეს უფრო მეტი სტიმული თავის ამომრჩეველს, გამოცოცხლდეს და უფრო მეტი გადავიდეს აქტიურ მოქმედებებზე.

ეს არჩევნებიც ჩაივლის, აგერ მე და აგერ თქვენ, ის ჩამომსვლელი არ არის. მერე არჩევნები რომ იქნება, ისევ გავიგებთ ასეთ განცხადებებს",-აღნიშნა კახიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს