ბრაზილიაში კორონავირუსის 46 934 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 184 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 46 934 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 997 865-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში "კოვიდ 19"-ს კიდევ 1 184 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 123 780-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 11%-ით შემცირდა.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს