თურქეთში მესამე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 500-ს აჭარბებს

თურქეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 273 301-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჩაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მესამე დღეა, ქვეყანაში "კოვიდ 19"-ის ახალი შემთხვევები 1 500-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთში კორონავირუსის პანდემიამ პიკს მეორედ მიაღწია. მან განმარტა, რომ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქ ანკარაშია დადასტურებული.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, "კოვიდ 19"-ს კიდევ 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 6 462-ს მიაღწია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა