სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ჩატარების გამო, 3 სექტემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის, წყალსადენის, შეშელიძის, ფეიქართა, ლიბანის და სალხინოს ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, რომელაშვილის, ნიშნიანიძის, შტილის, მაღალაშვილის, ურეკის, ცოდნისკარის, საჩხერის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჟღენტის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, ჩარგლის, გამყრელიძის, ველისციხის, სადმელის, კაკაბაძის, გარიყულის, სიხარულიძის, ბარამიძის და თიანეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, კავსაძის, აბაშიძის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, მუხაძის და ბერძენიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ბაგრატიონის, მნათობის, დავითაშვილის, თამარაშენის, დიღომბარის, ჯაბაურის და ჩიქობავას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ბალანჩივაძის და ასლანიდის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშველას VI კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის, ევდოშვილის და ცემის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სადგურის, გულიას, ნიშნიანიძის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, კვეზერელი-კოპაძის, ნიორაძის, ქურხულის, გუთნის და მუკუზანის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა