რომან გოცირიძე გია ვოლსკის - დაითვალე 60 დღე, 2 თვე დაელოდე და კოალიციური მთავრობა იქნება

კოალიციური მთავრობა იქნება და ორ თვეში ნახავს. ორი თვე დაიცადოს, დათვალოს ორი თვე, 60 დღე და დაელოდოს, - ასე უპასუხა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გია ვოლსკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას “ქართული ოცნება” რომ ჩამოსცილდეს, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთის “დახვრას დაიწყებენ”.

როგორც გოცირიძე აცხადებს, პირველად საქართველოს ისტორიაში არის შანსი, რომ ევროპული ყაიდის ხელისუფლება ვიხილოთ.

„ვნახავთ, როგორი იქნება კოალიციური ხელისუფლება, მშვენიერი ხელისუფლება იქნება. იქნება წარმოდგენილი თითქმის ყველა პარტია და ბუნებრივია, ეს პარტიები შეეცდებიან თანაარსებობას, თუ უნდათ, რომ ხელისუფლება იყოს სტაბილური. პირველად საქართველოს ისტორიაში არის შანსი, რომ ევროპული ყაიდის ხელისუფლება ვიხილოთ”,- განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გოცირიძე ამბობს, რომ კოალიციური ხელისუფლების შემთხვევაში წინასწარ, არჩევნებამდე რომელიმე პარტიის კანდიდატზე შეთანხმება არ ხდება.

“არასდროს კოალიციის დროს არ ხდება წინასწარ რომელიმე სხვა პარტიის პრემიერობის კანდიდატის ირგვლივ კონსოლიდაცია და არჩევნებში გასვლა. გადიან პარლამენტში და პარლამენტში ხდება კოალიციის შექმნა, რომელსაც ეყოლება პრემიერ-მინისტრი და ბუნებრივია, მთავრობის კაბინეტში იქნება განაწილებული ადგილები. კონსულტაციები რთული იქნება, მაგრამ პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება. ვისწავლოთ ბევრი რამ”,- განაცხადა გოცირიძემ.

როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებს. კითხვაზე, შეიძლება თუ არა პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იყოს, რომან გოცირიძე პასუხობს - „რატომაც არა”.

მისივე თქმით, ოპოზიცია სკამებს კი არ ინაწილებს, ქმნის ხელისუფლებას, რომელიც „ქვეყანა წინ უნდა წაიყვანოს”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო