თეონა აქუბარდია - გახარიას გორში გამოსვლით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ სრულიად მოწყვეტილია იმ რეალობას, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია

“ქართული ოცნების“ მთავრობა არ იმჩნევს რუსულ ოკუპაციას, არ ახსენებს ქვეყანას, რომელიც ამ ოკუპაციის შემოქმედია ”, - ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

თეონა აქუბარდიას თქმით, ქვეყანას არ აქვს სწორი საგარეო პოლიტიკა, რომელიც მცოცავ ოკუპაციას შეაჩერებს.

„ორი დღეა რუსი ოკუპანტი ავლებს მავთულხლართებს სოფელ ყარაფილაში და ემზადება დამატებითი ბორდერიზაციისთვის.

50 დღეზე მეტია ჩვენი სამი მოქალაქე გატაცებულია ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ცხინვალის იზოლატორშია და მათი ოჯახები ამდრომდე ელიან მათ სახლებში დაბრუნებას.

ამის პარალელურად, ქვეყნის პრემიერი და დედაქალაქის მერი გორში ოკუპაციაზე საუბრისას ახერხებენ, რომ არცერთხელ არ ახსენონ ამ ოკუპაციის შემოქმედი რუსეთი.

მეტიც, თურმე წარმოუდგენლად მიაჩნია პრემიერს ამ საუკუნეში იარაღით ტერიტორიის დაცვა, მაშინ როცა ახლაც იცავენ უკრაინელები აღმოსავლეთ უკრაინაში იარაღით თავიანთ მიწას რუსული აგრესიისგან.

ისინი საუბრობენ დეოკუპაციაზე სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებით, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზით.

რეალურად კი ქვეყანას არ აქვს არც სწორი საგარეო პოლიტიკა, რომელიც მცოცავ ოკუპაციას შეაჩერებს, არც დემოკრატიის ზრდა, როცა აშშ კანონით გვიყინავს დახმარების ნაწილს სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურების გამო დემოკრატიაში არსებული ხარვეზების მიზეზით. ქვეყანას არც განვითარებული ეკონომიკა აქვს.

ისინი საუბრობენ საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროებაზე 8 წლის თავზე, ისიც წინასაარჩევნოდ.

ეს ყოველივე კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმის, რომ “ქართული ოცნების“ მთავრობა არ იმჩნევს რუსულ ოკუპაციას, არ ახსენებს ქვეყანას, რომელიც არის ამ ოკუპაციის შემოქმედი, ადეკვატურად არ აფასებს რუსულ საფრთხეს, რომელიც ემუქრება ჩვენს ქვეყანას და მის სუვერენიტეტს. შესაბამისად, არ გააჩნია ეფექტიანი პოლიტიკა ამ საფრთხესთან გასამკლავებლად“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა