მთავრობა ვაშლის სუბსიდირებას იწყებს და ერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი მინიმუმ 22 თეთრი ეღირება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ვაშლის სუბსიდირებას იწყებს და ერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი მინიმუმ 22 თეთრი ეღირება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ამასთან დაკავშირებით ახალი კომპონენტი ჩნდება.

„დღეს ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა განვიხილოთ, რაც ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერადაა მიმართული. წელს ატმის შესანიშნავი მოსავალი გვქონდა, რომელმაც რეკორდულ ექსპორტულ ციფრებს მიაღწია და წელს საქართველოდან 23 ათას ტონაზე მეტი იყო ექსპორტირებული, რაც 10 ათას ტონაზე მეტით აღემატება გასული წლის მონაცემებს. როგორც ჩანს, წელს ვაშლის უხვი მოსავალიც გვექნება, როგორც ჩანს, სამჯერ უფრო მეტი, რაც არის დაახლოებით 120 ათასი ტონა.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო „დანერგე მომავალი“ და სხვადასხვა პროგრამების საშუალებით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განახლდეს ევროპული სტანდარტის მრავალწლოვანი ბაღები საქართველოში, ჯერ კიდევ ბევრია და დიდია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსავლის ერთი კილოგრამი მაინც დაუბინავებელი უნდა დარჩეს. ამიტომ შეღავათიანი აგროკრეტიდის პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შემსყიდველ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, არცერთი ვაშლი არ დარჩეს შეუსყიდავი. ვაშლის ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო, ვაშლის ფასი დაახლოებით 10 თეთრი იქნებოდა. ამ პროგრამის საშუალებით ნებისმიერი გლეხი და ფერმერი არასტანდარტულ ვაშლში მიიღებს მინიმუმ 22 თეთრს, რაც კრიზისის პირობებში არის სერიოზული მხარდაჭერა“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა