კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალი „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალი „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს ბათუმში, კარვებსა და პოლიკლინიკებში კორონავირუსზე აღებული 1762 ბიოლოგიური სინჯის პასუხს ელოდებიან.

“გუშინ ჩაქვში, ოაზისში, აიღეს 806 ბიოლოგიური სინჯი. ბათუმში, კარვებსა და პოლიკლინიკებში 1762 ბიოლოგიური სინჯია აღებული, მათი „პისიარ“ კვლევის შედეგები დღეს იქნება ცნობილი.

გარდა ამისა, გუშინწინ საკონდიტრო „დონას“ ლოკალურ აფეთქებასთან დაკავშირებით აღებული იქნა 600 ბიოლოგიური სინჯი, ჩატარებულია კვლევები, აქედან მხოლოდ ერთი არის დადასტურებული შემთხვევა და ისიც თანამშრომლის კონტაქტია, მისივე ნათესავი.

ამასთან, პირველადი ინფორმაციით, ინფიცირებული მედპერსონალი ქალაქ რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია. ამ კლინიკაშიც მიდის ეპიდკვლევები“, - განაცხადა მარინა ეზუგაბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს, რისგან თავის დასაცავად პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცია აუცილებელია.

„იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსი არსად წასულა, დაავადების გავრცელების საფრთხე ყოველთვის არსებობს. ამისთვის კი საჭიროა რეგულაციების დაცვა -სოციალური დისტანცია და ნიღბების ტარება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია. უცნობია 4 პაციენტის ინფიცირების წყარო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს