გაერო-ს გენერალური მდივანი აშშ-ის მიერ ფატუ ბენსუდასთვის სანქციების დაწესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ, ფატუ ბენსუდასთვის სანქციების დაწესებას გაერო გამოეხმაურა. როგორც გაერო-ს პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით შეშფოთებულია.

„გენერალურმა მდივანმა შეშფოთებით მიიღო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება. ჩვენ ამ საკითხს ყურადღებით დავაკვირდებით. გაერო-სა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლობა ემყარება 2004 წლის შეთანხმებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ცალკეული პირების წინააღმდეგ მიღებული ნებისმიერი შეზღუდვა განხორციელდება გაერო-სთან შეთანხმების ქვეშ არსებული ვალდებულებების შესაბამისად“, - განაცხადა სტეფან დიუჟარიკმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა მის მიერ წარმოებული გამოძიების გამო საკითხზე - ჩაიდინა თუ არა ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში ომის დანაშაული. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული სანქციების „შავ სიაში“ მოხვდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის იურისდიქციის, კომპლემენტარულობისა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი ფაკისო მოჩოჩოკოც. სანქციები ანგარიშების გაყინვასა და აშშ-ში მოგზაურობაზე აკრძალვას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, მარტში სასამართლომ ბენსუდას ნება დართო გამოიძიოს, ადგილი ჰქონდა თუ არა ავღანეთში ომის დანაშაულს თალიბანის, ავღანელი სამხედროებისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მხრიდან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო