სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი" ოპოზიციას ინიციატივას სთავაზობს, რომელიც არჩევნებზე ხმების პარალელურ დათვლას და გაკონტროლებას უზრუნველყოფს

„სტრატეგია აღმაშენებელი" გაერთიანებულ ოპოზიციას სთავაზობს ტექნოლოგიურ ინიციატივას, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე ხმების პარალელურ დათვლას და გაკონტროლებას უზრუნველყოფს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის " წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ „ევროპული საქართველოს" ოფისში, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ოპოზიციის მიზანია ხმების დაცვა და არჩევნების სამართლიან გარემოში წარმართვა.

„კონკრეტულად „სტრატეგია აღმაშენებელი" ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შემოვიტანოთ ტექნოლოგიების სახით. ეს არის საინფორმაციო უზრუნველყოფა, შესაბამისი სერვერები, ე.წ. სოფტები, რომელიც ხმების პარალელურ დათვლას უზრუნველყოფს, ასევე გაკონტროლებას და გადამოწმებას, იმისთვის, რომ ცესკო-ს არ ჰქონდეს საშუალება მანიპულაცია მოახდინოს ან რაღაც გააყალბოს, ან რაღაც დაგვიანებით მოგვაწოდოს. ჩვენ ეს პარალელურად, რეალური დროის რეჟიმში გვექნება აწყობილი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, არჩევნებამდე და მის შემდეგაც ასევე იქნება საერთო შტაბი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დავების განხილვისა და ხმების დაცვის მიზნით გამოიყენებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა