რომან გოცირიძე უმრავლესობას - იქნებ გონება გაგინათდეთ და რაღაცებს დათანხმდეთ

რომ გავფანტოთ ეს დაბნეულობა, მინდა ძალიან მარტივად ვთქვა, რომ მოგივიდათ შეცდომა, ცესკო-ს დაკომპლექტებისას ნახსენები იყო მხოლოდ პარტიები. დაგავიწყდათ, რომ ახლა ბლოკებიც არის და გამოგრჩათ ბლოკი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და ამით „საარჩევნო კოდექსში“ მმართველი გუნდის ინიციატივით ცვლილებების მომზადების მიზეზი ახსნა.

„ნაცვლად იმისა, რომ მოსულიყავით, გეთქვათ, რომ ბოდიში, გამოგვრჩა, ვის არ მოსვლია... არ გაგაკრიტიკებდით, ხდება, მაგრამ დაიწყეთ შეფუთვა. აღიარეთ, არაფერს გეუბნებით. რა პრობლემა ეს არის? მოიგონეთ, რომ დიდი დემოკრატიული ცვლილებები შემოგაქვთ კოდექსში. ჯანდაბას, დავაზუსტოთ, არაფერს აფუჭებს. ფაფას ზედმეტი კარაქი არ ვნებსო, ხომ იცით, ასეთი რუსული გამოთქმაა, მაგრამ არ მინდა რუსულად ვთქვა ამ ტრიბუნიდან, დაუმატეთ ეს ზედმეტი კარაქი, კი ბატონო,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ამავე სხდომაზე მან „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინა. მან დეპუტატებს მათი ფრაქციის შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდა. „იქნებ გონება გაგინათდეთ და რაღაცებს დათანხმდეთ,“ - მიმართა მან უმრავლესობის წევრებს.

გოცირიძის განცხადებას ბლოკებთან დაკავშირებით გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და გოცირიძეს შესთავაზა, რომ თუ სურთ, ბლოკებზე ჩანაწერს პროექტიდან ამოიღებენ და შემდეგ მათ გასცენ პასუხი ბლოკებს.

„კი არ გამოგვრჩა, ეს კეთდება იმისთვის, რომ თქვენ და სხვა პარტიებს, ვინც ბლოკებს შექმნიან, საარჩევნო პროცესში მონაწილეობა შეგეძლოთ. ვაკეთებთ იმას, რომ სისტემა იყოს გამართული,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა