ანრი ოხანაშვილი რომან გოცირიძეს - მგონი, არჩევნების ჩატარება თქვენ საერთოდ არ გინდათ!

მე მგონი, არჩევნების ჩატარება თქვენ საერთოდ არ გინდათ! - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების საკითხს განიხილავენ.

ანრი ოხანაშვილმა გოცირიძის კითხვებს უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ სურს მმართველ პარტიას კანონში დაფიქსირება, რომ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებთან პარტიების კოორდინატორები არ იყვნენ.

„თქვენი პარტიის მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ 25-მეტრიან რადიუსში კოორდინატორები არ იყვნენ, არის თუ არა ძალაში? მემორანდუმის გაფორმება პარტიებს შორის ძალაშია? თუ თქვენ ამბობთ, რომ ეს ძალაშია, მაშინ კანონით რატომ არ გავაფორმოთ? როდესაც შეკითხვა დაგისვით თქვით, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები არ იქნება, რადგან მორჩა ამ თემაზე საუბარი და დაიწყო საარჩევნო კამპანია. აიცილეთ თქვენ პასუხისმგებლობა, რომ - ეს კანონში ჩაწერილიყო, მაგრამ ახლა ხომ გახსენით ეს შესაძლებლობა? აპირებთ თუ არა ამას?“ - იკითხა გოცირიძემ.

აღნიშნულ საკითხზე გოცირიძეს ანრი ოხანაშვილმა უპასხა და აღნიშნა, რომ პარტიებს შორის მემორანდუმის გაფორმება ძალაშია.

„მემორანდუმის გაფორმებაზე შეთავაზება ძალაშია, მაგრამ კარგად ვიცით, რომ თქვენ არ ხართ თანახმა წამოხვიდეთ შეთანხმებაზე. შეთახმებას თუ არ დაიცავთ, კანონს დაიცავთ, ბატონო რომან? თქვენ იმას ემხრობით, რომ შეთანხმებას თუ არ დაიცავთ პაუხისგებაში მიგცეთ? კარგით ახლა... ჩვენი მემორანდუმის შემოთავაზება, რომ პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ გაუწიონ კოორდინაცია საკუთარ მხარდამჭერებს, ძალაშია დღესაც, მაგრამ სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ გყოფნით გამბედაობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებას უთხრათ, ამის ჩაწერა კანონში კი არ გჭირდებათ, აუცილებელია ამის პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება. თუ პარტია პოლიტიკური კულტურის დემონსტრირებას ვერ ახდენს, რაც არ უნდა ჩაუწერო კანონში, საქმე საქმეზე რომ მიდგება გოცირიძეს, მელიას და სხვას რომ მოსთხოვენ პასუხს, რატომ არ დაიცვა ეს მოთხოვნები, გაიქცევიან იცით სადაც და იტყვიან რომ დევნას ახორციელებს კონკრეტული ჯგუფი. მე მგონი, არჩევნების ჩატარება საერთოდ არ გინდათ თქვენ! დუმილი თანხმობის ნიშანია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო