თინა ბოკუჩავას განცხადებით, ვერ დაადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატად, შესაძლოა, გიული ალასანია დასახელდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის ვერ დაადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარ კანდიდატად, შესაძლოა, გიული ალასანია დასახელდეს. როგორც მან ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრამდე განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს დღეებში წარადგენს ყველა მაჟორიტარის სრულ სიას.

„ვიცი, რომ ძალიან დიდი საზოგადოებრივი მოლოდინი არსებობს მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით მთავარი ოპიზიციური ძალის მხრიდან. ამიტომ, გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში წარვადგენთ სრულ სიას ჩვენი ყველა მაჟორიტარის. გიული ალასანიას კანდიდატურის განხილვას ვერ დაგიდასტურებთ. სამეგრელო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი, ზუგდიდი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი, ამიტომ ვმუშაობთ იმისათვის, რომ შევარჩიოთ გამარჯვების კანდიდატი ყველგან. კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენს პრეზენტაციამდე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების დღევანდელ შეხვედრას, როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა ოპოზიციის უპრეცედენტო კოორდინაციისა და ერთობის დასტურია. მისი თქმით, შეიქმნება შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ „ბიძინა ივანიშვილმა ვერცერთი ხმა ვერ მოიპაროს".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა