ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სტრატეგია, რომელშიც დონორი ორგანიზაციების გამოყოფილი სახსრების განაწილებაა წარმოდგენილი, მოსახლეობის ჯანდაცვაზეა მიმართული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს სტრატეგია, რომელშიც დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრების განაწილებაა წარმოდგენილი, მოსახლეობის ჯანდაცვაზეა მიმართული. მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხა ინფრასტრუქტურაზე, PSR და სწრაფი ტესტების, ასევე სასუნთქი აპარატებისა და პირადის დაცვის საშუალებების შეძენაზე იხარჯება.

„ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ძალიან კონკრეტული სტრატეგია, სადაც დეტალურად არის გაწერილი ის, თუ საით მიიმართება სახსრები, რომლებიც ჩვენმა დონორმა ორგანიზაციებმა და ბანკებმა ჩვენთვის გამოყვეს. სტრატეგია მიმართულია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისკენ და გულისხმობს შემდეგს, რომ აუცილებლად უნდა იყოს შეძენილი საკმარისი რაოდენობის გარკვეული ვადის მოცულობით როგორც PSR ტესტირების, ასევე სწრაფი ტესტები, პირადი დაცვის საშუალებები. ინფრასტრუქტურაზე გამოყოფილია კონკრეტული თანხა, ასევე მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი ყველა იმ საჭირო სასუნთქ აპარატზე და მათ მოცულობაზე, რომელიც ერთობლივად განისაზღვრა მსოფლიო ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად უწევს მონიტორინგს და ასევე ჩართულია სპეციალური მსოფლიო ბანკის მექანიზმი, რომლითაც საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებს შემდეგ შესყიდვებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს