ლევან კობერიძე - ვაკის ოლქი იქნება ის ოლქი, სადაც „აფსაიდში“ აღმოჩნდება „ოცნების“ კანდიდატი და ორთაბრძოლა გაიმართება ჩემსა და ელენე ხოშტარიას შორის

ვაკის ოლქი იქნება სწორედ ის ოლქი, სადაც „აფსაიდში“ აღმოჩნდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი და ორთაბრძოლა იქნება ჩემსა და ელენე ხოშტარიას შორის, - ამის შესახებ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში „ლელოს” კანდიდატმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ლევან კობერიძის განცხადებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როდესაც მან მმართველ გუნდში ყოფნიდან 2 წლის შემდეგ ,,ქართული ოცნება“ დატოვა, ადეკვატურ შეფასებას აძლევს.

,,ვაკის ოლქი იქნება ის გამონაკლისი, სადაც ძირითადი პაექრობა იქნება ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის და არა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. წინაპირობა ასეთია თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ან ხელის გადაგრეხვას არ მიყვება „ქართული ოცნება“, ვაკის ოლქი იქნება სწორედ ის ოლქი, სადაც „აფსაიდში“ აღმოჩნდება „ოცნების“ კანიდდატი და ორთაბრძოლა იქნება ჩემსა და ელენე ხოშტარიას შორის. მოსახლეობის უდიდესი ნაწილისაგან ვგრძნობ ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯების ადეკვატურ შეფასებას და მოწონებას, როდესაც ჩემი კონკურენტისაგან განსხვავებით 2 წლის შემდეგ დავტოვე „ქართული ოცნება“. არ შევეგუე იმას, რომ ჩინჩალაძე და მურუსიძე უვადოდ უნდა იყვნენ დანიშნულები, იმას, რომ კორუფცია უკვე დაშვებულია და ელიტალურია „ქართული ოცნების“ რიგებში.

ჩვენ ჩავატარეთ ძალიან სერიოზული კვლევა და „ლელო“ უკვე ასულია ორნიშნა რიცხვზე თავის რეიტინგში. საკმაოდ კვალიფიცირებული სპეციალისტების დახმარებით ჩატარებული გვაქვს შიდა კვლევები. მზად ვიქნები ნებისმიერ ჩემს კონკურენტთან ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა მივიღო. ჩემთვის პირი, რომელიც ვაკის ოლქშია წარმოდგენილი და თუნდაც ერთი ამომრჩეველი აძლევს ხმას, არის კონკურენტი, თუმცა, ვეცდები, რომ გადავარწმუნო მათი ამომრჩეველი და ჩვენკენ წამოვიყვანო,“ - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა