საბაჟო გამშვები პუნქტების 1169 გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების 1169 გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალ კორონავირუსზე (COVID-19) გამოკვლევა რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სადახლო სარკინიგზო“, ,,სარფი“, ,,ლაგოდეხი“, ,,ვალე“, ,,ნინოწმინდა’’, ,,მტკვარი“, ,,ყაზბეგი“, ,,კარწახი’’, ,,გარდაბანი“, ,,კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზო", ,,ბათუმის პორტი“, ,,თბილისის აეროპორტი“, ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“, ასევე ,,თბილისის, ფოთისა და თბილისის აეროპორტის გაფორმების ეკონომიკური ზონების" 1169 მებაჟე ოფიცერს ჩაუტარდა.

ამასთან, მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდათ საბაჟო დეპარტამენტის - საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს თანანამშრომელთა სრულ შემადგენლობას, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუფიქსირდა.

„ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო