ბულგარეთში საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა 60-მდე ადამიანი დააკავეს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა 60-მდე ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ორგანიზატორები მშვიდობიან აქციას გეგმავდნენ, თუმცა დემონსტრანტებმა პოლიციელებს ბოთლები, ქვები, კუსტარულად დამზადებული პიროტექნიკა დაუშინეს და მათი მანქანები დააზიანეს.

დაპირისპირების დროს აქციის მონაწილეებმაც და სამართალდამცავებმაც ე.წ. „წიწაკის“ სპრეი გამოიყენეს. არეულობების შედეგად 45-მდე ადამიანი, მათ შორის სამართალდამცავები, საავადმყოფოში მოხვდა.

სოფიასა და ბულგარეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს. დემონსტრანტები ქვეყნის მოქმედი პრემიერ - მინისტრის, ბოიკო ბორისოვისა და მთავარი პროკურორის, ივან გეშოვის, გადადგომას ითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა