ისრაელში კორონავირუსის 3 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

ისრაელში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათიდან ისრაელის სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. ქვეყნის განათლების მინისტრმა იული ედელშტაინმა სკოლების გახსნა „დიდ წარმატებად“ შეაფასა, თუმცა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, ე.წ. „წითელ ქალაქებში“, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, სკოლები დაიხუროს, ან სასწავლო პროცესი შეიზღუდოს.

ცნობისათვის, ისრაელში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 122 539 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 969 ადამიანი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა