რუსეთში ტყის ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 46 კი დაშავდა

რუსეთში, როსტოვის რეგიონში ტყის ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 46 კი დაშავდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი სოციალურ ქსელ VKontakte-ში წერს.

„წინასწარი ინფორმაციით, 32 ადამიანი კრასნოსულნიკსის რაიონში, 14 კი- კამენსკის რაიონში დაშავდა,“- წერს გუბერნატორი.

მისივე თქმით, კრასნოსულნიკსის რაიონში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისათვის, როსტოვის რეგიონის ოთხ რაიონში -ბელოკალიტვინსკიში, ტარასოვსკიში, კამენსკისა და კრასნოსულნიკსში- ტყის ხანძარი გუშინ გაჩნდა. ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა ტარასოვსკის რაიონშია, სადაც 700 ჰექტარი ტყის ფართობი იწვის. რაიონში ცეცხლის ალმა 64 შენობა დააზიანა. ხანძრის სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა