ლევან გოგიჩაიშვილი იონათამიშვილს - თუ ადამიანი რეკავს თავისი ძმის მხარდასაჭერად, ეს შეიძლება ვინმემ აღიქვას როგორც მუქარა?

თქვენ ხართ გარანტი, რომ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გორელების ნებაზე არ იძალადებს და არ გამოიყენებს თავის ძალაუფლებას? როდესაც ხოჯევანიშვილი რეკავს თავისი ძმის მხარდასაჭერად, ეს შეიძლება ადამიანმა აღიქვას როგორც მუქარა? - აღნიშნული შეკითხვა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატს, რატი იონათამიშვილს დაუსვა, რომელმაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით წარმოადგინა.

გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, რა შემთხვევაში ისჯება ადამიანი უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი პროექტით, თუ ის ამომრჩევლის ნებაზე იმოქმედებს.

„მინიმალური სტანდარტის კაზუსი გთხოვეთ. წარმოვიდგინოთ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც თავის დროზე დახელოვნებული იყო ძალადობაში. იქაც არის ერთ-ერთ ცნობილ, „ორი გვამის“ ფილმში, სადაც მზადაა წავიდეს და გაანადგუროს ის ხალხი. წარმოვიდგინოთ ეს „ქეისი“, რომ ის არის სუს-ის მოადგილე, ურეკავს გორში მის წარმომადგენელს და ავალებს, რომ მის ძმას დაუჭუროს მხარი. ამ წარმომადგენელს არ უნდა მხარდაჭერა, მაგრამ იძულებული ხდება მხარი დაუჭიროს. ასეთი „ქეისი“ დასჯას ექვემდებარება? თან ეს ადამიანი მოწოდებულია იძალადოს, რადგან წარსულში აქვს ასეთი ძალადობები განხორციელებული. იყო 7 ნოემბერსაც, როდესაც კეზერაშვილმა ჯარი გამოიყვანა.

ადამიანები, რომლებიც თავის დროზე შემჩნეულები არიან ძალადობაში და დღეს თანამდებობებზე არიან, თქვენ ხართ გარანტი, რომ ეს ადამიანი გორელების ნებაზე არ იძალადებს და არ გამოიყენებს უფლებამოსილებას და თავის ძალაუფლებას? როდესაც ხოჯევანიშვილი რეკავს თავისი ძმის მხარდასაჭერად, ეს შეიძლება ადამიანმა აღიქვას როგორც მუქარა?“ - ჰკითხა რატი იონათამიშვილს ლევან გოგიჩაიშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით იონათამიშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმე, სადმე გაბედავს რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას, პასუხი უმკაცრესი უნდა იყოს.

„ეს ინიციატივა შემოგვაქვს სწორედ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ გაბედოს ვერც ის, რომ ადამიანის კონსტიტუციით მინიჭებულ საარჩევნო აქტიურ უფლებაზე მოახდინოს ზეგავლენა, ვერც ის, რომ მოახდინოს ძალადობა და ვერც ის, რომ ფარულობის დარღვევას ან მოსყიდვას ჰქონდეს ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ზუსტად ვიცით და დარწმუნებული ვართ, რომ ამ პრინციპის შემოტანა მნიშვნელოვანია და ეს არის თამაშის წესები, რომელიც უნდა დავამკვიდროთ.

თუ ვინმე, სადმე გაბედავს რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას, პასუხი უნდა იყოს უმკაცრესი. მაგრამ ის, რომ ამ მიმართულებით პროგრესი გვაქვს, ამაზე მეტყველებს თითოეული ის არჩევნები, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდის პასუხისმგებლობის ქვეშ ჩატარდა. გვაქვს ამბიცია, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს მეტად პროგრესული, სამართლიანობისა და დემოკრატიულობის ნაწილში, ვიდრე მისი წინა არჩევნები იყო“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო