რომან გოცირიძე - ქალბატონი სალომე გაერო-ს სხდომაზე აბრძანდა და მთელი მსოფლიო ჯენტლმენურად მოატყუა

პოლიტიკურ პარტიებს მოგვიწოდეს, რომ 25 მეტრის რადიუსში არ გვყოლოდა ჩვენი არცერთი წარმომადგენელი. გვეუბნებიან, ეს არის ჯენტლმენური შეთანხმებაო, ჩვენ ვეუბნებით - მტერი ენდო თქვენს ჯენტლმენურ შეთანხმებას. ჯენტლმენურ შეთანხმებას დებენ ჯენტლმენები,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის” რეკომენდაციები „ძალიან კარგი და რეალურია”, თუმცა “ქართულ ოცნებას” არჩევნების სამართლიანად ჩატარება არ უნდა.

“ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან კარგი და რეალური ინიციატივები, მაგრამ მათ რომ არ უნდათ არჩევნების სამართლიანად ჩატარება, ერთ რამეში ვლინდება. მოგვიწოდეს პოლიტიკურ პარტიებს, რომ 25 მეტრის რადიუსში არ გვყოლოდა არცერთი ჩვენი წარმომადგენელი. გვეუბნებიან, ეს არის ჯენტლმენური შეთანხმებაო, ჩვენ ვეუბნებით, რომ მტერი ენდო თქვენს ჯენტლმენურ შეთანხმებას. ჯენტლმენურ შეთანხმებას დებენ ჯენტლმენები. ქალბატონი სალომე, ქალბატონი ჯენტლმენი გაერო-ს სხდომაზე აბრძანდა და მთელი მსოფლიო მოატყუა ჯენტლმენურად- პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართო, მსოფლიოს ატყუებ და როგორ უნდა ენდო “ქართულ ოცნებას” სიტყვაზე. ვეუბნებოდით, რომ რასაც თქვენ გვათავაზობთ მემორანდუმის სახით, გადავიტანოთ კანონში და ჩავწეროთ, ნუ იქნებიან თქვენი ზონდერები, ნურც კოორდინატორები, ნუ ეჭირებათ ფოტოიანი საარჩევნო სიები, რომ სახეები კარგად ამოიცნონ და დააშინონ. საიდან აქვთ მათ თუ არა ცესკოდან, ვიღაცები ამარაგებთ. მრავალი ისეთი საკითხი იქნა დასმული ჩვენ მიერ, რომელიც გააჯანსაღებდა საარჩევნო გარემოს. არცერთი გაითვალისწინეს, მათი მიზანი იყო სულ სხვა, იმ ტექნიკური შეცდომის გამოსწორება, ამიტომ კიდევ ერთხელ მოხდა “ქართული ოცნების” სახის წარმოჩენა”,- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ალტერნატიული წინადადება მოამზადა. კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დეტალურად გაიწეროს და დაკონკრეტდეს ისეთი ჩანაწერები, როგორიცაა: არჩევნების ფარულობის დარღვევა და შესაბამისი სანქცია. კანონპროექტის თანახმად, კანონში გაჩნდება იმპერატიული ჩანაწერი, რომ „აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის ნებისმიერი ფორმით ამომრჩევლის აღრიცხვა (ამომრჩევლისათვის პირადობის მოწმობის ან/და მისი ასლის მოთხოვნა/ჩამორთმევა, ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიებით მანიპულირება), ამომრჩევლის ნებისმიერი ფორმით იდენტიფიცირება და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.“ ცვლილებების პროექტის თანახმად, კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 მეტრის რადიუსით, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია, ნებისმიერი სახის შეკრება, რომელიც შესაძლოა მიმართული იყოს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ზემოქმედების მოსახდენად აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.“ ამავე დროს, წარმოდგენილი პროექტით, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვის დარღვევაზე მიეთითება, რომ აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

აღნიშნული პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა