ირაკლი სესიაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის მხდალი - მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის ეშინია

სააკაშვილი არის მხდალი და მშიშარა,- ამის შესახებ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვას გამოეხმაურა.

სესიაშვილის თქმით, სააკაშვილი საქართველოში ვერ ბრუნდება, რადგან მას მართლმსაჯულების ეშინია.

„ჯერ კიდევ პრეზიდენტობის ვადა არ ჰქონდა გასული, როცა ჩაჯდა თვითმფრინავში და ქვეყანა დატოვა. კაცი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო და მის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, სხვა ქვეყანაში თანამდებობის და ძალაუფლების წყურვილის მიზნით, ეს ჩემთვის ყველაფრის მანიშნებელია. მას ეშინია მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის, რომლის უკან არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებები იმ მოვლენეზე, რასაც მათი მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი,"- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოებას შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა