სერგი კაპანაძე - კოალიციურ მთავრობაში, „ევროპულ საქართველოს“ ცენტრალური როლი ექნება

„ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და ეს ხელისუფლება, რომელიც არასწორი მიმართულებით მიაქანებს ქვეყანას, იყოს შეცვლილი, - ამის შესახებ

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძე ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარ კანდიდატებსა და კოალიციური მთავრობის პრემიერობის კანდიდატის საკითხს ეხმაურება. სერგი კაპანაძის თქმით, სწორედ მათი ინიციატივა იყო საერთო ოპოზიციური კანდიდატების დაყენება რეგიონებში, თუმცა, ეს არ მოხდა.

სერგი კაპანაძემ ასევე პრემიერობის სავარაუდო კანდიდატზეც გააკეთა განმარტება. ის მიიჩნევს, რომ ყველა პარტიას შეუძლია დააყენოს კანდიდატი, თუმცა არჩევნებისა და ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისულ კანდიდატზე შეთანხმება.

„ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და ეს ხელისუფლება, რომელიც არასწორი მიმართულებით მიაქანებს ქვეყანას, იყოს შეცვლილი. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ იმისათვის, რომ რეგიონებში ყოფილიყო საერთო მაჟორიტარი კანდიდატები, თუმცა, კონკრეტული პარტიის გამო ეს არ მოხდა და ჩვენ უკან აღარ დავბრუნდებით. ჩვენ ყველგან დავაყენეთ ჩვენი, ძალიან ძლიერი კანდიდატები, რომელთაც კონკრეტული ხედვა გააჩნიათ, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეკონომიკა, რეგიონების ცხოვრება უკეთესობისაკენ, და ჩვენ ვიქნებით კომპასი ამ გარდამტეხი ცვლილებების. ეს მაჟორიტარები იქნებიან ძლიერი კანდიდატები, რომლებიც იბრძოლებენ გამარჯვებისათვის, ან მეორე ტურში გასვლისთვის.

რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატებს, ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოლება თავისი კანდიდატი, ხოლო საბოლოოდ არჩევნებისა და ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, უნდა შეირჩეს ის კანდიდატი, რომელიც იქნება კომპრომისული ყველასათვის. კოალიციურ მთავრობაში, „ევროპულ საქართველოს“ ექნება ცენტრალური როლი, რადგან სწორედ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ვართ კომპასი, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ, რომლის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო