პროკურორის ინფორმაციით, ვერონიკა არონია არა მხოლოდ არ შესწრებია შაქარაშვილთან დაკავშირებით 4 პირის საუბარს, არამედ ის თავის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა

პროკურორ ამირან გულუაშვილის ინფორმაციით, ვერონიკა არონია არა მხოლოდ არ შესწრებია 4 პირის საუბარს, არამედ ის ფიზიკურად იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში. პროკურორის განმარტებით, გამოძიებას საკმაოდ დიდი რესურსი დასჭირდა იმისთვის, რომ არონიას მიერ სამართალდამცველებისთვის მიწოდებული ინფორმაცია გადაემოწმებინა.

„საუბარია იმაზე, რომ მან გამოძიება შეიყვანა შეცდომაში და გამოძიების წინაშე სამჯერ გამოკითხვისას მოჰყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი. საკმაოდ დიდი რესურსი დასჭირდა გამოძიებას იმისთვის, რომ გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია. რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის გარემოებებს, მოცემულობა ძალიან მარტივია - ამ ადამიანის განცხადებით, ის იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ეზოში, ასეირნებდა ბავშვს, რა დროსაც ის შეესწრო თითქოსდა 4 პირის საუბარს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ჩატარებული გამოძიება და მათ შორის, ვიდეოჩანაწერები ამოღებული მიმდებარე ტერიტორიიდან, ისევე როგორც მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის ჩვენებები, ასევე მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მნიშვნელოვანი გარემოებაა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ადასტურებენ, რომ ადამიანი არა მარტო არ შესწრებია ამ 4 პირის საუბარს, ის ფიზიკურად იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში და ლოკაციებს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა. შესაბამისად, ამას აფუძნებს ბრალდება საკუთარ პოზიციას. ამ ეტაპისთვის დაკავებული დანაშაულს აღიარებს,“- განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა