გერმანიის განცხადებას ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ნატო-ს ყოფილი და მოქმედი გენერალური მდივნები ეხმაურებიან

გერმანიის მთავრობის განცხადებას რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვული აგენტით მოწამვლის შესახებ ნატო-ს ყოფილი და მოქმედი გენერალური მდივნები ეხმაურებიან.

„გერმანიამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკით“ თავდასხმის მსხვერპლია. უკიდურესად ვგმობ სამხედრო ხარისხის ნერვული აგენტის გამოყენებას, რომელიც კიდევ უფრო გადაუდებელს ხდის რუსეთის მიერ სრული და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას. ჩვენ კონსულტაციას გავივლით გერმანიასა და ნატო-ს ყველა მოკავშირესთან შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით“, – წერს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი კი აცხადებს, რომ გერმანია ნავალნის საშინელი მოწამვლის საპასუხოდ ევროპისგან და ნატო-სგან სოლიდარობას ითხოვს.

„გერმანია ნავალნის მოწამვლის საზიზღარი ფაქტის საპასუხოდ, ევროპისგან და ნატო-სგან სოლიდარობას ითხოვს. ისინი ამას მიიღებენ, თუმცა პუტინისგან გულწრფელი პასუხი ნაკლებსავარაუდოა. მოვიდა დრო, რომ გერმანიამ შეწყვიტოს „ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის“ მშენებლობა, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის“, – წერს რასმუსენი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა