ირაკლი კობახიძე - „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების თაობაზე მმართველი გუნდის კანონპროექტი რაციონალურია, ოპოზიციის ინიციატივა კი ირაციონალური

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების თაობაზე მმართველი გუნდის კანონპროექტი რაციონალურია, ოპოზიციის ინიციატივა კი ირაციონალური.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს პრევენციული ეფექტი ექნება.

„ადამიანები დაინახავენ, რომ გამკაცრებულია რეგულაცია, მათ შორის სანქციის ნაწილში. ამას, ბუნებრივია, ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი. აქ რაზე ვსაუბრობთ, არც ვიცი. დანარჩენი არის სპეკულაციები ოპიზიციის მხრიდან. როდესაც მკაცრდება დისპოზიცია და მკაცრდება სანქცია, ამას აქვს პრევენციული ეფექტი. ამ კანონს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების ეფექტი",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში განიხილავენ "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით ალტერნატიული ინციატივა ჰქონდა "ნაციონალურმა მოძრაობასაც", თუმცა მათ კანონპროექტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დეტალურად გაიწეროს და დაკონკრეტდეს ისეთი ჩანაწერები, როგორიცაა: არჩევნების ფარულობის დარღვევა და შესაბამისი სანქცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო