გენერალური პროკურორი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს შეხვდა

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ და ნინო ლომჯარიამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, ყურადღება გამახვილდა გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, ასევე საქმეში გამოვლენილ გარემოებებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე სახალხო დამცველს მიაწოდოს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს პროკურატურა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოების ინფორმირებას ახდენს და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისა და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ, საზოგადოების ინფორმირებას მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს