დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა არავისთვის იყო ხელსაყრელი

კრემლში ვერ ხედავენ ვერანაირ საფუძველს საიმისოდ, რომ რუსეთის სახელმწიფო ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით დაადანაშაულონ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კითხვაზე, თუ ვის აწყობდა ნავალნის მოწამვლა, პესკოვმა განაცხადა: „საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ვინმესთვის ხელსაყრელი იყოს, თუკი უბრალოდ ყურადღებით დააკვირდებით მომხდარს. მე რუსეთთან დაკავშირებულ ბრალდებებზე ფრთხილად ვისაუბრებდი. არ არსებობს რაიმე საფუძველი რუსეთის სახელმწიფოს დასადანაშაულებლად. ჩვენ ვერ მივიღებთ ვერავითარ ბრალდებებს ამასთან დაკავშირებით“.

მისივე განმარტებით, კრემლში ვერ ხედავენ ამ საქმის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების საფუძველს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვისურვებდით, რომ გერმანიასა და სხვა ევროპის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებს ნაადრევი შეფასებები გაეკეთებინათ. ჩვენ ვამჯობინებთ დიალოგს“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის მთავრობამ განაცხადა, ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვული აგენტით მოწამლეს. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეშფოთება არაერთი დასავლური ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გამოხატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა