ომბუდსმენი - პროკურატურაში ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეებზე ვისაუბრეთ, დავსვი ყველა ის შეკითხვა, რაც ბაჩალიაშვილის ოჯახმა ჩემთან გააჟღერა

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას და გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ისაუბრეს, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილის და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეებზე. მისი თქმით, მან გენერალურ პროკურორთან ყველა ის კითხვა დასვა, რაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს ჰქონდათ.

„გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე საქმის გარშემო ვისაუბრეთ. პირველ რიგში, ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გვქონდა კითხვები, როგორც დავპირდი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს, დავსვი ყველა ის შეკითხვა, რაც ოჯახმა ჩემთან გააჟღერა, ამ შეკითხვების გარშემო ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ. დანარჩენს ვნახავთ, მას შემდეგ რაც გავეცნობით საქმის მასალებს. ვისაუბრეთ გიორგი შაქარაშვილის საქმის გარემოებებზეც, იმ რეკომენდაციებზე და წინადადებებზე, რაც სახალხო დამცველმა უკვე გააგზავნა შაქარაშვილის საქმეში. ასევე, შეხვედრაზე სხვა საქმეებზეც ვისაუბრეთ, რაზეც დაწყებული აქვს სახალხო დამცველს შესწავლა, ეს არის ბოლო პერიოდში პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობა, 20-21 ივნისის საქმეზე სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება და სხვა საკითხები", -განაცხადა ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს