გია ვოლსკი - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიბერშეტევა გამოძახილია ბოლო პერიოდის მოვლენების: საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევა ბოლო პერიოდში რუსეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, მათ ბრალდებებს და საქართველოს ხელისუფლების ხისტ პასუხებს უკავშირდება.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოს შესაბამისმა სამსახურებმა პროფესიონალურად იმუშავეს.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიბერშეტევა არის გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების: საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა - გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები და ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმაც საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს, მონაცემები, რაც გამოქვეყნებულია რომელიღაც საიტზე, მნიშვნელოვანწილად არის უზუსტობა, მაგრამ ეს შემოტევა მოგერიებულია, საფრთხე ყოველთვის არის, ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება, ძნელია, მაგრამ დასადგენია, საიდან მომდინარეობს ეს შეტევა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ოპიზიციის კრიტიკას, ვოლსკი ამბობს, რომ მათ „ბრტყელ- ბრტყელი" განცხადებები ახასიათებთ.

ცნობისათვის, ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის მიზანი ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა